აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური იყო, ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ "ქართული ოცნების" წევრს ვლადიმერ მგალობლიშვილს უზრდელი უწოდა, რასაც "ქართული ოცნების" მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

„თქვენ ხართ უნიჭო ჩმორი. მის უაზრო გამოსვლას ვუსმინეთ თავიდან ბოლომდე. ბიუჯეტიდან ფული არის მოპარული. უამრავი კითხვაა, რომელიც უნდა დავსვა. ჩხუბს არ ვაპირებ, ჩვენ ვაპირებთ მხილებას, სადაც ფულს მოიპარავენ",- აცხადებს გიორგი კირთაძე.

თავის მხრივ, "ქართული ოცნების" წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს გიორგი კირთაძეს სხდომის დატოვება ურჩია.

„გამოდი გარეთ, ვინაა ჩმორი მოდი აქ!“- ასე მიმართა მგალობლიშვილმა კირთაძეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენალურ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა