ირაკლი კობახიძე - შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება ჩვენი პასუხისმგებლობაა, თავიდან ბოლომდე შესრულდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

შეხვედრაზე ძირითადად, საუბარი შეეხო შარლ მიშელის დოკუმენტს, თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძემ ჟირნალისტებთან განაცხადა, მათ ასევე სხვა პოლიტიკური საკითხებიც განიხილეს.

"გვქონდა საუბარი ყველა თემაზე, მათ შორის მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე ყველა თემაზე, ეს იყო საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის საკითხები. ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი რაც უკავშირდება არა მხოლოდ მიშელის დოკუმენტს, ასევე სხვა საკითხებსაც, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო და ზოგად პოლიტიმურ დღის წესრიგთან.

რვა პარტიიდან, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, ოთხს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამ დოკუმენტს ბოლომდე მივყვებით და თავიდან ბოლომდე შესრულდება. ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ იქნება", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, დღის განმავლობაში დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ საპარლამენტო ოპოზიციას. გუშინ დელეგაციის წევრები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის

წევრებს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს. დელეგაცია საქართველოში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება, ამ ხნის განმავლობაში ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა