„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

2012 წლიდან დამკვიდრებული ყოველწლიური პრაქტიკის შესაბამისად, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ქალაქ ფოთის სკოლების დამამთავრებელი კლასის გამორჩეული მოსწავლები და პროფესიულ კოლეჯ „ფაზისის“ კურსდამთავრებული დააჯილდოვა. ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

გასულ კვირას საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ აკადემიური მოსწრებისა და საზოგადოებრივი აქტიურობის კრიტერიუმებით ნომინირებულ კურსდამთავრებულებს კომპანიამ სამახსოვრო დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ფოთში ახალგაზრდებს მიეცეთ მეტი სტიმული, იყვნენ წარმატებულები და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ პროგრამებში. ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს მიმზიდველი ახალი თაობისათვის, რასაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეუწყოს ხელი ხარისხიანი განათლების, განსაკუთრებით პროფესიული მიმართულებების, ხელმისაწვდომობის კუთხით. შესაბამისად, ჩვენი მხრივ, ვახორციელებთ არაერთ პროგრამასა თუ ინიციატივას, რომელიც მიმართულია ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განვითარებისაკენ. მაგალითად, ახლახან გადავეცით თანამედროვე ამწე საშუალებების სიმულატორი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს, და უკვე რამდენიმე წელია ვახორციელებთ ტალანტების მოზიდვის და განვითარების პროგრამას - ინპორტი, რომელიც მიზნად ისახავს პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობას“, - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ადამიანური რესურსების და კომუნიკაციების უფროსმა ლელა კვანტალიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს