გორში მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა

გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ზ.რ. დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

კლინიკა ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება აღენიშნებოდა, კლინიკაში შეყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. 42 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, ცეცხლნასროლი დაზიანება. შემოყვანიდან მალევე დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა გულის ამუშავება, თუმცა, რეანიმაციული ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ.

მომხდართან დაკავშირებით არსებული ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, დაპირისპირება მოკლულსა და მკვლელს შორის წლების წინ არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

,,ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, წარსულში ნასამართლევია.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს