რუსთაველის ქუჩაზე, სანაპიროს გამყოლი სკვერის მოწყობის პროცესს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო

რუსთაველის ქუჩაზე, სანაპიროს გამყოლი სკვერის მოწყობის პროცესს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან და მონიტორინგის განყოფილების უფროსთან გიორგი ტაბატაძესთან ერთად გაეცნო.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება. პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება დემონტაჟის სამუშაოები, ტერიტორია კეთილმოეწყობა. განთავსდება გარე-განათება.

მათი ინფორმაციით, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები და სასმელი წყლის ბიუვეტი. სკვერი გამწვანდება.

მათივე ცნობით, სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „ქართლი" შეასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 1 342 949 ლარს შეადგენს.სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულება ოქტომბერში იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო