გიგა ბოკერია - საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა და ეს გავლენას ყველაფრის ფასზე ახდენს - ყველას ურტყამს უმძიმესი დარტყმით

„ყვავს კაკალი გააგდებინეო“, შემდეგი ვადამდელი არჩევნების შიშით, იმ მდგომარეობაში უნდა ჩავაგდოთ ხელისუფლება, რომ ვაიძულოთ ნაბიჯი გადადგას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ გორში, ჟურნალისტებთან განცხადა, სადაც „ევროპული საქართველო“ საწვავზე გაზრდილი ფასის გამო საპროტესტო აქციას მართავს.

ბოკერიას თქმით, საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა, რაც გავლენას ყველაფრის ფასზე ახდენს, „ყველას ურტყამს უმძიმესი დარტყმით“.

„ჩვენს გუნდთან და მის აქტიურ წევრებთან ერთად აქაც აქციას ვიწყებთ, გადასახადების შემცირების, კერძოდ, საწვავზე აქციზის გაუქმებასთან დაკავშირებით. იმ უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც შექმნილია ივანიშვილის რეჟიმის შედეგად და დამატებით ობიექტურად კოვიდის შედეგად ამ დროს, თქვენ ხედავთ, რომ მინიმალურ ნაბიჯსაც კი არ დგამს ხელისუფლება, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს წნეხი შეუმსუბუქოს. საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა და ეს გავლენას ყველაფრის ფასზე ახდენს. ყველას ურტყამს უმძიმესი დარტყმით, მაშინ როდესაც საერთაშორისო ფასები ახლა ძალიან მაღალი არ არის და ჯამში მხოლოდ ლარის კურსის ვარდნის გამოა, რის ფასსაც ხალხი დღეს იხდის.

ჩვენი ამოცანაა, სანამ ეს სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს ყველგან შევაწუხოთ, რომ ეს ამბავი შევახსენოთ. თან ხალხმა იცოდეს, რა უნდა გაკეთდეს სწრაფად. იქამდე კი სანამ „ყვავს კაკალი გააგდებინეო“ ასეა ნათქვამი, იმ მდგომარეობაში უნდა ჩავაგდოთ ხელისუფლება, შემდეგი ვადამდელი არჩევნების შიშით, რომ ვაიძულოთ ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ბოკერიამ.

გადასახადების შემცირების, კერძოდ, საწვავზე აქციზის გაუქმებასთან დაკავშირებით, ,,ევროპული საქართველო“ გორში აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა მხარდამჭერების ავტომობილებზე აქციზის გაუქმებასთან დაკავშირებით სტიკერები გააკრეს და გორის ქუჩებში სიგნალებით გადაადგილდებიან.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი