ახალი სადაზღვევო შემოთავაზება - კოვიდ 19-ის სამოგზაურო პოლისი

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-მ შექმნა საქართველოში უპრეცედენტო, უნიკალური პროდუქტი - სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაფარავს გამავალი მოგზაურობისას კოვიდ-19-ის მკურნალობის ხარჯებსაც.

კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობაში, მოგზაურობისას სრულყოფილი სამოგზაურო სამედიცინო პოლისი განუყოფელი ნაწილი გახდა. აქედან გამომდინარე, კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-მ შეიმუშავა პაკეტი, რომლითაც გამავალი ტურისტები/მოგზაურები დაცულად იგრძნობენ თავს.

სადაზღვევო სამოგზაურო გეგმა მოიცავს შემდეგ დაფარვებს მოგზაურობის პერიოდში:

ულიმიტო სამედიცინო ასისტანსი;

• გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება;

• კოვიდ 19-ით განპირობებული გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება;

• გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება;

• გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება;

• ბენეფიტსის ოჯახის ექიმების უფასო სატელეფონო კონსულტაცია;

• დაზღვეულის რეპატრიაცია.

აღნიშნული პირობები გავრცელდება შემომსვლელი ტურისტებისთვისაც.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის - Global Benefits Group (GBG)-ის ექსკლუზიური რეგიონარული წარმომადგენელია. რაც კომპანიას წვდომას აძლევს 37-წლიან საერთაშორისო გამოცდილებასა და წამყვან სამედიცინო დაწესებულებათა გლობალურ ქსელთან. კომპანია ახორციელებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას.

პროდუქტებისა და მომსახურეობის შექმნისას კომპანია ინდივიდუალური მიდგომის პრიციპით ხელმძღვანელობს, რადგან ორგანიზაციისა და პიროვნების რისკები უნიკალურია და სწორედ ამიტომ, მხოლოდ ყველა რისკის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად შეიძლება, საჭიროებებზე იდეალურად მისადაგებული სადაზღვეო გეგმის შექმნა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო