ვოლტი უკვე რუსთავშია!

1 ივნისიდან ვოლტის სერვისით უკვე რუსთავის მოსახლეობაც ისარგებლებს და შეძლებს მიიღოს სასურველი შეკვეთა რესტრონებიდან, სუპერმარკეტებიდან და მაღაზიებიდან. რუსთავი რიგით მეოთხე ქალაქია საქართველოში, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ, სადაც ვოლტი ოპერირებს.

რუსთაველებისთვის ვოლტით შეკვეთა მუდმივი სიახლეებით, შეთავაზებებითა, უფასო მიტანით და ფასდაკლებებით იქნება სავსე. ამჯერად მთელი ზაფხულის განმავლობაში ვოლტის მომხმარებელი რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ვოლტისა და მასტერქარდის ერთობლივი კამპანიით სარგებლობას შეძლებს: მასტერქარდით გადახდის შემთხვევაში სამივე ქალაქში მიტანის სერვისი უფასოა და მიტანის საფასური შეკვეთის განხორციელებისთანავე მომხარებელს ვოლტის ანგარიშზე დაუბრუნდება.

15 ივნისამდე კი რუსთაველებისთვის ვოლტს განსაკუთრებული შეთავაზება აქვს - RUSTAVIWOLT პრომო კოდის გამოყენებისას მომხმარებელი ვოლტის ანგარიშზე 10 ლარიან კრედიტს მიიღებს!

რუსთავში ვოლტის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 50-მდე ობიექტი, მათ შორის რესტორნები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, და მაღაზიები.

ასე რომ, ჩამოტვირთეთ ვოლტის აპლიკაცია და შეუკვეთეთ გემრიელი კერძები, პროდუქტები, მედიკამენტები, თავის მოვლის საშუალებები და სხვა მრავალი პროდუქტი უკვე რუსთავშიც. აღმოაჩინე, შეუკვეთე, ისიამოვნე, ახლა უკვე რუსთავშიც!

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 150-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 40 000-ზე მეტ რესტორანსა და 90 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძებისა და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ახლა უკვე წყნეთის რესტორნებიდან და ობიექტიდანაა შესაძლებელი, ვოლტის სერვისით ყოველდღიურად ათი ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება