თამარ გაბუნია - „გილიადისგან“ დონაციის სახით მივიღებთ დამატებით „რემდესივირს“

„რემდესივირის“ პირველი მარაგი ამოიწურა, რომელიც ქვეყანამ იყიდა და ახლა, მომდევნო 2-3 დღეში ჩამოვა „გილიადისგან“ დონაციით მიღებული მედიკამენტები, რომელიც 1000-ზე ოდნავ მეტ პაციენტზე არის გათვლილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კლინიკებს სხვა მედიკამენტების მარაგის თვალსაზრისით პრობლემა არ აქვთ.

„ჩვენი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პარტნიორებმა ჩათვალეს, რომ ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე მეტი რაოდენობა არ დასჭირდება. იგივე შემიძლია ვთქვა მონოკლონურ ანტისხეულებზე. სხვა მედიკამენტების მარაგი არის და ამ თვალსაზრისით კლინიკებს პრობლემები არ აქვთ“,-განაცხადა გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, მუშაობა გრძელება საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ თუ რაიმე დამატებითი შესაძლებლობა იქნება უახლოეს პერიოდში მედიკამენტების კუთხით, საქართველოშიც იყოს ხელმისაწვდომი.

„მიმდინარეობს მუშაობა „გილიადთან“. იცით, რომ საქართველოს პროგრამა იყენებს „რემდესივირს“, რაც ემყარება აშშ-ის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს და ასევე, ამერიკულ „გაიდლაინებს“. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია „რემდესივირისთვის“ არ არის, მისი გამოყენების გამოცდილება ჩვენ, ინდივიდუალურ შემთხვევებში პოზიტიური გვაქვს. ვფიქრობ, ამის შესახებ კლინიკური ჯგუფი მოკლე ხანში გააკეთებს თავის დასკვნას. „გილიადისგან“ დონაციის სახით მივიღებთ დამატებით „რემდესივირს“, ასევე მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე მწარმოებელთან მონოკლონური ანტისხეულების მიღებასთან დაკავშირებით. ის შესაძლებლობები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში შესაძლოა კლინიკური შემთხვევების მარვისთვის არსებობდეს, საქართველშიც არის, თუმცა შემთხვევების ლეტალური გამოსავლით დასრულება ძალიან საყურადღებოა და ამას სამინისტრო მიმდინარე რეჟიმში სწავლობს“,-განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ლეტალობის შემთხვევების მცირედით მატება ახალ შტაბებს არ უკავშირდება. როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ინფიცირებულთა შემთხვევების უმეტესობა ე.წ. ბრიტანულ შტამს უკავშირდება, რომელიც გლობალურად სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს არ ადასტურებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა