აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლეს საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ყურადღება გაამახვილა დარგობრივი კომიტეტებისა და ზოგადად, საკანონმდებლო საქმიანობის ახლო და გრძელვადიანი გეგმების მიმართულებით ურთიერთობის გააქტიურებაზე.

მიმდინარე და სამომავლოდ საქართველოს პარლამენტში განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივებზე, სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აჭარის უმაღლესი საბჭოს გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც ევროპული ქვეყნების რეგიონებთან საუკეთესო ურთიერთობებით გამოიხატება.

შეხვედრას, საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს