სხვადასხვა სამუშაოს გამო, 8 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 8 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კახიანის, ნოსტეს, ურიდიას, ქებურიას, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, მესხის, წაღვერის, ძმობის, ინანიშვილის, მახალდიანის, ქინქლაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძის, კისისხევის, ინწკირველის, ცქიტიშვილის, წრომის, ღუდუშაურის, მანჯგალაძის, სანერგის, ცინცაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ლეჩხუმის, სვანეთის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, იმერეთის, რიონჰესის, ბენდელიანის და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, წულუკიძის, პეტეფის, ლაღიძის, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევის და ჩაჩუას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, ამირანაშვილის, წუწუნავას, ბანეთიშვილის, გოკიელის, ახვლედიანის, კაკაბაძის, ესენინის, მუხაძის და სააკაძის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს