გორის მერმა მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში 5 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში 5 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, მერმა სტუმრებს დასრულებულთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.

ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) გორის დემოკრატიის სკოლის ინიციატივით მოეწყო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება. გორის მერია ღია უწყებაა და ყოველთვის მზადაა თანამშრომლობისთვის. მიხარია, რომ მსგავსი სახის შეხვედრებმა ტრადიციული ხასიათი მიიღო. მადლობა გორის დემოკრატიის სკოლას ამ შესაძლებლობისთვის.“ - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა