აჭარაში ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს ეძებენ. ერთი ქობულეთის, მეორე კი კვარიათის სანაპიროზე.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ორივე ადგილზე 30-მდე მაშველი-მეხანძრე, 7 მყვინთავი და ორი მცურავი საშუალებაა მობილიზებული და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან, ძებნის სამუშაოები კვადროციკლით და დრონით ხორციელდება.