დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების ბიულეტენების გადათვლა დაასრულა

რიგ შემთხვევებში გამოვლინდა მცირე ხარვეზები, რომელსაც არ შეიძლება არსებითი გავლენა მოეხდინა ამ კონკრეტული უბნების შედეგებზე და მითუმეტეს, არ შეიძლება არსებითი გავლენა მოეხდინა პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგზე, - ამის შესახებ განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, არის გარკვეული საკითხები, რომელთა შესახებაც მეტი ინფორმაციის მიღება იქნება საჭირო. ამიტომ, მომავალი კვირის დასაწყისში სავარაუდოდ, ორშაბათს, კომისია გეგმავს შეკრებას და ამ 20 უბნის გადათვლის შედეგების განხილვას.

გივი მიქანაძის ინფორმაციით, კომისიამ შეარჩია ყველაზე პრობლემური უბნები, სადაც ყველაზე მაღალი დისბალანსი იყო, როგორც ბიულეტინების ნაკლებობის, ასევე ბიულეტენების მეტობის კუთხით. აგრეთვე შერჩეულ იქნა ის უბნები, სადაც ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრების დამთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საბოლოო ჯამში, კომისიამ ყველაზე პრობლემური 38 უბნიდან 20 უბანი გადათვალა, რაც რეალური საერთო სურათის დანახვის საშუალებას იძლევა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების ბიულეტენების გადათვლა დაასრულა

რიგ შემთხვევებში გამოვლინდა მცირე ხარვეზები, რომელსაც არ შეიძლება არსებითი გავლენა მოეხდინა ამ კონკრეტული უბნების შედეგებზე და მითუმეტეს, არ შეიძლება არსებითი გავლენა მოეხდინა პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგზე, - ამის შესახებ განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, არის გარკვეული საკითხები, რომელთა შესახებაც მეტი ინფორმაციის მიღება იქნება საჭირო. ამიტომ, მომავალი კვირის დასაწყისში სავარაუდოდ, ორშაბათს, კომისია გეგმავს შეკრებას და ამ 20 უბნის გადათვლის შედეგების განხილვას.

გივი მიქანაძის ინფორმაციით, კომისიამ შეარჩია ყველაზე პრობლემური უბნები, სადაც ყველაზე მაღალი დისბალანსი იყო, როგორც ბიულეტინების ნაკლებობის, ასევე ბიულეტენების მეტობის კუთხით. აგრეთვე შერჩეულ იქნა ის უბნები, სადაც ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრების დამთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საბოლოო ჯამში, კომისიამ ყველაზე პრობლემური 38 უბნიდან 20 უბანი გადათვალა, რაც რეალური საერთო სურათის დანახვის საშუალებას იძლევა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს