გიორგი გუგუჩია - გვექნება აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა პირველწყაროსგან გავიგოთ დეტალური ინფორმაცია საჭიროებებზე

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, მერიის სამსახურისა და განყოფილების ხელმძღვანელებს შეხვდა.

რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს არსებული ვითარება და დაგეგმეს ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები. როგორც შეხვედრაზე გიორგი გუგუჩიამ განაცხადა რეგიონს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს და დამატებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოხდება. ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც რეგიონს აქვს.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ზუგდიდის საკრებულოს წევრებთან, მერიის სამსახურებთან, სადაც დეტალურად განვიხილეთ ის მოცემულობა რაც გვაქვს ამ უწყებებში, ასევე დავგეგმეთ ერთობლივად განსახორციელებელი სამუშაოები. ჩვენ გვექნება აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა პირველწყაროსგან გავიგოთ დეტალური ინფორმაცია საჭიროებებზე. ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლებისგან და ამ რეგიონში ვაპირებთ განვახორციელოთ ძალიან ბევრი პროექტი რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 მაისს წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა