„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები 7 ივნისს გუმათიდან ქუთაისში „ენკას“ ოფისამდე მსვლელობას გამართავენ

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ორშაბათს, 7 ივნისს, სოფელ გუმათიდან ქუთაისში, ჰესის მშენებელი კომპანიის "ენკას" ოფისის, მიმართულებით მსვლელობას გამართავენ. შესაბამისი განცხადება გუმათში აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება. მან მოსახლეობას მოუწოდა, შეუერთდნენ მსვლელობას. გოლეთიანის განცხადებით, მანამე გაგრძელდება გუმათში პროტესტი.

ამასთან, გოლეთიანის განცხდებით, 12 ივნისს, თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოვლენ და შეხვედრა გაიმართება, რომელშიც „რიონის ხეობის მცველებიც“ მიიღებენ მონაწილეობას.

„შემდეგ შაბათს ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან თბილისში და იქნება პირველი შეხვედრა, სადაც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, მოვისმენთ სამინისტროებისგან, რა იქნება პასუხი ამ პირობების შესრულებაზე. ყოველ შემთხვევაში, ევროკაშვირის ენერგო თანამეგობრობის წარმომადგენლები დადებენ დასკვნას მთელ ამ პროცესთან დაკავშირებით. თუ უარს ეტყვიან სამინისტროები და ხელისუფლება პირობების შესრულებაზე, ბუნებრივია, მათ დასკვნაში ეს ყველაფერი აისახება, იქნება კრიტიკული და უარყოფითი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. პრაქტიკულად, დადასტურდება კიდევ ერთხელ ის, რასაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვამბობთ. თუკი, შეასრულებენ პირობებს, შეწყდება სამუშაოები, გაიწერება კალენდარი, დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და იქ ვთქვათ, რატომ არ უნდა აშენდეს, რატომ მიგვაჩნია ასე და რატომ არის ენეგროპოლიტიკა გადასახედი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გოლეთიანმა.

ამ დროისთვის "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ტრადიციულად ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას ხეობაში.

შეგახსენებთ, "ნამახვანჰესის" მშენებლობას "რიონის ხეობის მცველები" უკვე 221-ე ღამეა აპროტესტებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა