აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ წარმომადგენლები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერ ვლადიმერ გელაძეს შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის განვითარების სააგენტოდან აცნობეს, ვლადიმერ გელაძეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში, 29 აპრილს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავალის ნახევარი გაუნადგურდა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 30,000 ლარს მიიღებს.

სააგენტოს ცნობით, ფერმერმა, სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს; 3,187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაც.

„მოვუწოდებ ფერმერებს, ჩაერთონ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და დააზღვიონ მოსავალი. დაზღვევა მინიმუმამდე ამცირებს სტიიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ხარატიშვილმა.

კახეთის მხარის რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით კი, მნიშვნელოვანია ფერმერებმა გამოიყენონ სახელმწიფოს მხარდაჭერა, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი და იყვნენ დაცულები.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, 2021 წლის 31 მაისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 17,286 შეადგენს, დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა