გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალტეტის მერიამ დასუფთავების აქცია მოაწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში, დასუფთავების აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჯარო მოხელეებმა, შპს “კომუნალური მეურნეობის" თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ ცურტავში მდებარე, ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. დღეს მერიის თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცურტავის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ. ჯანსაღი გარემო თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია და ბოლნისის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის ჩვენ ვართ ევროკავშირის ინიციატივის ხელმომწერები, რომელიც მუნიციპალიტეტში CO2-ის 30%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ყველას მოგიწოდებთ გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროს გენერალური ანსამბლეის 1972 წლის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს