აჭარაში ტურისტული სექტორის წარომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები გააცნეს.

„ შეხვედრაზე აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი ვებგვერდის serviceajara.ge პრეზენტაციაც გაიმართა, რომელზეც მსურველებს დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ყველა ტრენინგზე, სემინარსა თუ მასტერკლასზე დარეგისტირება ონლაინ შეეძლებათ. გვერდზე ერთადაა თავმოყრილი კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები, ასევე ვიდეოგაკვეთილები, სახელმძღვანელოები თუ სატრენინგო მასალები, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით წლების განმავლობაში მოამზადა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ აღნიშნა, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება.

„ ჩვენ გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ და შევახსენოთ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს მაქსიმალურად დაიცვან კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები, რათა შევძლოთ რეგიონში უსაფრთხოდ ტურისტების მიღება. ჩვენ შეხვედრები ბათუმიდან დავიწყეთ და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ვგეგმათ საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვების ობიექტების, სასტუმროებისა თუ ღვინის მარნების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრას. მათ საშუალება ექნებათ შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლებისგან ყველა კითხვაზე მიიღონ კომპეტენტური პასუხი და მაქსიმალურად მოემზადონ სეზონისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი ახალი ვებგვერდიც, სადაც დაინტერესებულ პირებს ყველა მათთვის საჭირო ინფორმაციის, რეგულაციის, სტანდარტისა თუ ტრენინგის ნახვა შეუძლიათ. ეს გაამარტივებს მათ ჩართულობას რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ყველა პროექტსა და მიმდინარე ტრენინგებში,“ - განაცხადა თინათინ ზოიძემ.

შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბათუმში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტებისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა