ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისიდან ოქტომბრამდე ქვეყანაში კორონავირუსის 3 მლნ 200 ათასზე მეტი ვაქცინის დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისიდან ოქტომბრამდე ქვეყანაში კორონავირუსის 3 მლნ 200 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა შემოვა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ვაქცინებთან დაკავშირებით გლობალური დეფიციტია.

„მოგეხსენებათ, ვაქცინებთან დაკავშირებით გლობალური დეფიციტია. აქამდე ქვეყანამ ვაქცინის 315 ათასი დოზა მიიღო, რომლის ადმინისტრირებაც ხდება. ივლისი-აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი უკვე გადაწყვეტილია, არსებობს ძალიან მაღალი დასტური, რომ დაახლოებით 3 მლნ 200 ათასზე მეტი ვაქცინის დოზა შემოვა“,-აღნიშნავს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსის ვაქცინებს გადასცემს. გამყრელიძე არ აკონკრეტებს, რომელი წარმოების ვაქცინას გამოუყოფს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, თუმცა დასძენს, რომ „დიდი ალბათობით, ერთ-ერთი ამერიკული წარმოების ვაქცინის რამდენიმე ათეულ ათას დოზას მივიღებთ, ეს იქნება ზაფხულში“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს