გორში გარემოს დაცვის დღე აღნიშნეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, დასუფთავების აქცია გამართა.

აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, აპარატის წარმომადგენლებმა, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა მიიღეს და ვერხვების დასახლებაში, სკვერის ტერიტორია დაასუფთავეს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნავს, ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე, რათა გარემო უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყოს

„გორის მუნიციპალიტეტი ყოველთვის აღნიშნავს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს. ხელისუფლების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები, დღესაც ვასუფთავებთ სკვერს და ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ გარემოს დაცვის მიმართულებით.

ეს ასევე არის სიმბოლური აქცია, ყველა მოქალაქეს, რომ ვაჩვენოთ, გარემოს დაცვა და დასუფთავება ყველას ვალია. ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე, რათა გარემო იყოს უფრო სუფთა და მოწესრიგებული“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ცნობისთვის, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროს გენერალური ანსამბლეის 1972 წლის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. დასუფთავების აქციები კი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გარემოს გაფრთხილებისა და დასუფთავების კუთხით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა