სოფელ ვარდისუბანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ტურისტი დაშავდა.

"ჯიპის" მარკის მანქანა გომბორის გზის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

შედეგად დაშავდა უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე. ისინი სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევა.

მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს