ქვემო ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 5 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც უწყების გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოფლების - ალექსეევკას, კასუმლოს, შაუმიანისა და განთიადის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციების გარეშე უკანონოდ მოპოვებული, ჯამში 7 კუბურ მეტრამდე წიფლისა და მუხის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანები და მათზე განთავსებული ხე-ტყე დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს