Bloomberg- ევროკავშირში ორივე დოზით მოსახლეობის 20.6%, აშშ-ში კი - 41.6%-ია აცრილი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.09 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 13.7%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 38 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 744 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 300 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 267 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 231 მილიონი. მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული სეიშელის კუნძულებზეა, სადაც ვაქცინაცის ორივე დოზა მოსახლეობის 66.7%-მა მიიღო. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.8% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 20.6%, აშშ-ში კი - 41.6%.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს