გორის მუნიციპალიტეტის მერი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს შეხვდნენ

“ინტერპრესნიუსი”- გორის მუნიციპალიტეტის მერი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს შეხვდნენ. გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ყველა იმ კითხვას უპასუხეს, რაც ახალგაზრდებისთვის საინტერესო იყო და სამომავლო თანამშრომლობასაც დაპირდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ტურისტულ, ახალგაზრდულ, ინფრასტრუქტურულ და აგრო პროექტებს.

,,ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბი“, ”ლიდერთა ლიგას“ მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა.

ახალგაზრდებისთვის დაგეგმილია ტრენინგები სხვადასხვა თემატიკით, გასვლითი აქტივობები, კინო ჩვენება/დისკუსიები, შეხვედრები პოლიტიკოსებთან და საჯარო მოხელეებთან.

პროექტის ფარგლებში, 30 - ზე მეტი ახალგაზრდა გაეცნობა საქართველოში პოლიტიკურ იდეოლოგიებს, დაბატების ტექნიკას, ადვოკატირებას, გენდერის საკითხებს, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო და საარჩევნო პროცესებში, დაგეგმილია სტუმრობა საქართველოს პარლამენტში და სხვადასხვა პოლიტოკოსთან თუ საჯარო მოხელესთან შეხვედრა.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდების არაფორმალური განათლებისა და მომავალში მათი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს და მზადაა მათ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსებისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო