რუსთავის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

რუსთავის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერის მოადგილის თანამდებობაზე, დავით იშხნელი დაინიშნა. ახალი მოადგილე, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, დღეს მერიის სამსახურების უფროსებს ოფიციალურად წარუდგინა.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, დავით იშხნელი პროფესიონალი და გამოცდილი კადრია, სწორედ ამ კრიტერიუმით მოხდა მისი შერჩევა და აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა.

ქალაქის მერის ახალი მოადგილე - დავით იშხნელი, 2014 წლიდან რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. 2014-2017 წლებში, მეხუთე მოწვევის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი, 2017 წლიდან კი მეექვსე მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

დავით იშხნელი პროფესიით ექიმია და სამედიცინო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„სოციალური პრობლემები, რაც დღეს არის ჩემთვის უცხო არ არის, მოგეხსენებათ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას ვხელმძრვანელობდი. მომავალში ვგეგმავ იმ გეზის გაგრძელებას რაც აქამდე იყო, ოღონდ გაფართოვდება ჩართულობა ბავშვთა და მოზარდთა ზრუნვის კუთხით, მათი დაავადებების მართვისა და პროფილაკტიკის მიმართულებით. საკადრო ცვილებებს არ ვგეგმავ, მე ვენდობი იმ გუნდს, რომელიც მუშაობს და დარწმუნებული ვარ მათ კომპეტენტურობაში“, - განაცხადა დავით იშხნელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა