თორნიკე რიჟვაძე ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

„ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის განვითარების საკითხებში. ქვეყნებს შორის აქტიურია თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის მიმართულებით.

ელჩის ვიზიტი აჭარაში, სწორედ ავსტრიული კულტურის კვირეულის ფარგლებში იმართება. დაგეგმილია ქალაქ ბათუმის, აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ავსტრიული კუთხის გახსნა და ცნობილი ავსტრიელი მწერლისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის ბერტა ზუტნერის გამოფენის მოწყობა”,-ნათქვამია ინფორმაციაში

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა