სასამართლოს გადაწყვეტილებით, 27 მაისს „ნამახვაჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს გაფრთხილება მიეცათ

“ნამახვანჰესის“ შმენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების სასამართლო პროცესი დასრულდა.მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის გადაწყვეტილებით, 27 მაისს დაკავებულების მიმართ წარდგენილი ორი მუხლიდან 173-ე მუხლის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო 166-ე მუხლის ნაწილში აქციის მონაწილეებს გაფრთხილება მიეცათ.

ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ცნობისთვის, აქტივისტებს პოლიციისადმი დაუმორჩილობლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

პროცესის პარალელურად „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციაც მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა შესაძლებელი იყო ორივე ნაწილში გამართლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა