თსუ-ში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის (სდსუ) წარმომადგენლებმა თსუ-ში შეხვედრაზე ახალი ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე, თსუ-ს რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშვილი, სდსუ-ის დეკანები ევგენი ოველსკი, ჯეფ რობერტსი და სდსუ დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამების - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების წარმატებულ ფუნქციონირებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული უმაღლესი განათლების პროექტი ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სექტორებში. საქართველოში სან დიეგოს პროგრამების კურსდამთავრებულთა ბოლო გამოშვება 2023 წელს იქნება. შესაბამისად, განვიხილავთ თანამშრომლობის გაგრძელებას”, - განაცხადა შერვაშიძემ.

მისივე თქმით, თსუ პირველი უნივერსიტეტია კავკასიაში, რომლის ორმა პროგრამამ - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები - ABET ამერიკული აკრედიტაცია მიიღო. გრძელდება მუშაობა ქიმიის მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად.

„დღეს გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. განვიხილეთ სდსუ-სა და თსუ-ის პარტნიორობა რამდენიმე პროგრამის ფარგლებში. დაიგეგმა, როგორ უნდა გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა ქიმიისა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებებზე. იქნება ასევე ახალი პროგრამებიც, მათ შორის, კიბერ უსაფრთხოება“, - განაცხადა ადელა დე ლა ტორემ.

2014 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს ახორციელებს და თავის დიპლომს გასცემს. პარალელურად, SDSU ეხმარება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, რათა ამ უნივერსიტეტებმა შეძლონ იგივე პროგრამების უკვე თავად განხორციელება. პროექტის ორივე კომპონენტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
"სილქფესტის" ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები ულიმიტო პირობით ბრუნდება