ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას „ავსტრიული კუთხე“ შეემატა

ავსტრიული კულტურის კვირეულის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში „ავსტრიული კუთხე“ გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ახალი საგანმანათლებლო კუთხის მიზანი ავსტრიული კულტურის პოპულარიზაცია, ამ მიზნით რიგი საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა და ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამრავალფეროვნებაა.

„ საზეიმო ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაესწრო. „ავსტრიული კუთხის“ გახსნას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ესწრებოდა.

ახალი საგანმანათლებლო კუთხის მიზანი ავსტრიული კულტურის პოპულარიზაცია, ამ მიზნით რიგი საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა და ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამრავალფეროვნებაა.

„ავსტრიული კუთხის“ გახსნის პარალელურად, ბიბლიოთეკის სტუმრები, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის - ბერტა ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენასა და მისი წიგნის - „წერილები საქართველოდან“ პრეზენტაციას დაესწრნენ.

ავსტრიული კულტურის კვირეული საჯარო ბიბლიოთეკაში 7-11 ივნისს ჩატარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს