მერია - ზუგდიდში ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში, 1300 გრ/მ საავტომობილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამუშაოების პროცესს ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტად რჩება, სოფლებში პირველადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მისი განახლება და გათანამედროვება, რათა სოფლად მცხოვრებლებს შეეძლოთ მარტივად გადაადგილება, ჰქონდეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ყოველივე ეს აისახება მათ როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„ნაცატუს უახლოეს მომავალში საკვანძო, პირველადი ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული ექნება. საავტომობილო გზასთან ერთად სოფელში მოწყობილია წყალმომარაგების ქსელი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებენ.

ნაცატუში, გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყოფილია 300 000 ლარი და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს”, - აცხადებენ მერიაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო