გლობალ ბენეფიტს ჯორჯია საქართველოს რაგბის კავშირს აზღვევს

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია გახდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისა და კავშირის ოფიციალური მზღვეველი.

შეიქმნა საქართველოში უპრეცედენტო, უნიკალური სპორტული პაკეტი, რომელიც მოიცავს ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიერ მიღებული სპორტული ტრავმის 100% დაფარვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიერ მიღებული საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება ფაქტიური ხარჯით.

ქართული სპორტის სადაზღვევო ისტორიაში ასეთი სრულფასოვანი დაზღვევა ამ ეტაპამდე არ არსებობდა. პოლისი ითვალისწინებს რაგბის სპეციფიკასა და თითოეული სპორტსმენის შეუფასებელ ღვაწლს, აქედან გამომდინარე შემუშავდა აღნიშნული პაკეტი.

„რთული და გრძელვადიანი პროცესის შემდეგ გლობალ ბენეფიტსს ჯორჯია შეირჩა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ მზღვეველად. ერთობლივად საკმაოდ უნიკალური პროდუქტი შევიმუშავეთ, რომელიც აქამდე არსებულ სადაზღვევო რისკებს ნაკლებად ფარავდა, ეს ეხება როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მასშტაბით მიღებულ სპორტულ ტრავმებს. დღეიდან ჩვენი რაგბისტების სადარაჯოზე ვდგებით“ - Global Benefits Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო კობახიძე.

„ეს არის რადიკალურად ახალი ნაბიჯი ქართული რაგბის ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორის შერჩევისას. ეს გადაწყვეტილება მოიცავს არამარტო ეროვნულ ნაკრებს არამედ რაგბში ჩართულ ყველა სუბიექტს, დაწყებული მოთამაშეებიდან დამთავრებული კავშირის თანამშრომლებით. ეს პაკეტი მოიცავს ისეთ მომსახურებებს, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე არ იყო მოცული და რაც მთავარია სრულ კომფორტს შეუქმნის ადამიანებს, მათი ერთადერთი საზრუნავი იქნება გაახაროს ქართველი გულშემატკივარი.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პაკეტი მოიცავს სარაგბო ფესტივალების პასუხმგებლობის დაზღვევას, რისი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც დამწყები მორაგბეებისთვის, ასევე მათ ოჯახებისთვის, რაც წინგადადგმული ნაბიჯია როგორც რაგბისთვის, ასევე ზოგადად ქართლი სპორტისთვის“,- საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ალავიძე.

ამავდროულად თითოეულ დაზღვეულ მორაგბეს მოემსახურება მათ საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო განათლების მქონე პირადი მენეჯერი, რომელთა დახმარებით ნებისმიერ მომსახურებას მიიღებენ ოპერატიულად და მარტივად.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა