არქლაინი - ალუმინის ვიტრაჟებისა და საფასადე სისტემების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც პანდემიის პერიოდში გაფართოება მოახერხა

პანდემიის პერიოდი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა როგორც კომპანიებისთვის, ასევე ზოგადად მოსახლეობისთვისაც. ამ დროს რთულია შეინარჩუნო ეკონომიკური სტაბილურობა, თუმცა ამავდროულად არსებობს ორგანიზაციები, რომლებმაც მარტივად გადალახეს ეს სირთულე.

მათ შორისაა- ,,Archline Engineering” რომელიც ბევრისთვის ნაცნობი კომპანია ,,ჯეო-გლასის” გაფართოებული ბრენდია. დღესდღეობით, არქლაინი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კონპანიაა ამიერკავკასიაში, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო პროექტებისათვის ალუმინის ვიტრაჟებისა და საფასადე სისტემების წარმოება, აღნიშნული პროექტის ინჟინრულად დამუშავება, სტატიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მოძიება და რა თქმა უნდა, საბოლოო პროდუქტის შეთავაზება.

გარდა იმისა, რომ პანდემიის პერიოდში კომპანიამ მოახერხა შეენარჩუნებინა მოქმედი თანამშრომლები, უფრო მეტიც, დაასაქმა კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ასევე შეძლო გაეფართოვებინა წარმოება, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით, ასევე კიდევ უფრო გაუმჯობესდა და დაიხვეწა ხარისხის მართვისა და ოპერაციული მენეჯმენტის სისტემა, არამარტო ალუმინისა და მინის მიმართულებით, არამედ ყველა იმ შემადგენელი ნაწილების, რომელიც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ვიტრაჟებისა და საფასადე სისტემების მისაღებად.

საწარმოო სიმძლავრისა და კვალიფიციური კადრების დახმარებით, კომპანია გამოირჩევა ინოვაციური პროდუქციით და მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკით.

უნდა აღინიშნოს, რომ არქლაინის პარტნიორები არიან მსოფლიოში საუკეთესო ბრენდები, როგორებიცაა:

  • ალუმინის მწარმოებელი ბელგიური კომპანია ,,Reynaers”, რომელიც 1965 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. დღესდღეობით ის 37 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

  • გერმანული აქსესუარების მწარმოებელი ,,Siegenia”, უკვე 100 წელზე მეტია გამოირჩევა ინოვაციური, დახვეწილი და ხარისხიანი პროდუქციით.

  • ფრანგული მინის მწარმოებელი ,,Saint-Gobain” რომელსაც არისტოკრატთა ბრენდადაც კი მოიხსენიებენ, რადგან საფრანგეთის მეფე- ლუი-ფილიპ ორლეანელის რჩეული კომპანია გახლდათ. კომპანიამ მოღვაწეობა დაიწყო სარკეების პროდუქციით, ახლა კი ერთ-ერთი საუკეთესოა ენერგო-ეფექტური მინის წარმოების მიმართულებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომელთანაც არქლაინი თანამშრომლობს, არ უნდა გამოგვრჩეს ალუმინის მწარმოებელი კომპანია ASAS, GUARDIAN და სხვა მოწინავე ბრენდები.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიას მეილზე: info@archline.ge

ან ნომერზე: +995 032 2 11 11 00

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს