კომუნიკაციების კომისიამ მაისის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ მაისის თვის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ თვეში კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ComCom დაიჯესტით ტელეკომ სფეროთი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების შესახებ ინფორმაციას.

„2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის. რაც შეეხება რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა. არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლების გადანაწილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ ComCom დაიჯესტში. მაისის დაიჯესტში შევიდა ასევე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება კომპანია „კავკასუს ონლაინის“ შესახებ, რომელიც უკანონოდ გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ეხება. გასულ თვეს კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ ცნო და კომპანიას უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.

ComCom დაიჯესტით საზოგადოება ასევე მიიღებს ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით. „Login Georgia”-ს პროექტის განხორციელების შედეგად ოზურგეთის 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა. ფართოზოლოვანი ინტერნეტის შედეგად ახალი შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ComCom დაიჯესტში შეგიძლიათ იხილოთ. მაისის დაიჯესტში ასევე შესულია ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გასულ თვეს კომისიამ მედიააკადემიასთან ერთად მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის უკვე მეოთხედ გამოაცხადა. საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცნობადობის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების და ევროპული ღირებულებების განვითარებას. ComCom დაიჯესტში ასევე შეგიძლიათ ნახოთ, როგორია ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა და როგორ გაიზარდა 4G ტექნოლოგიის გამოყენება. მაისის დაიჯესტი ასევე მოგაწვდით ინფორმაციას www.sheamotsme.ge -ს პლატფორმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, როდესაც ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი არადამაკმაყოფილებელია“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი