აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 17 402-მა პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 17 402-მა პირმა გაიკეთა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით" 3441, „ასტრაზენეკათი" 4321, „სინოფარმით“ 6592 და „სინოვაკით" 3075 პირი აიცრა.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 11 პაციენტი იმყოფება.

მათივე განცხადებით, კოვიდ კლინიკებში 275 პაციენტი მკურნალობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა