ქალაქ ამბროლაურში „სიყვარულის ჩანჩქერის” მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხორციელდება

ქალაქ ამბროლაურში, „სიყვარულის ჩანჩქერის” მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო პროცესს სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე-ასლან საგანელიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.

„აღნიშნული ადგილი სისტემატიურად ბინძურდებოდა სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან, ამიტომ მუნიციპალიტეტის ინიციატივით მიმდინარეობს ბეტონის დამცავი ჯებირების მოწყობა, რათა არ მოხდეს ტერიტორიის კვლავ დაბინძურება. გარდა ამისა, იგეგმება ჩანჩქერთან არსებული წყაროს მოპირკეთება და სამომავლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ე.წ. ,,სიყვარულის ჩანჩქერი“ ამბროლაურის შემოსასვლელთან, გურგენიძის ქუჩაზე მდებარეობს. ჩანჩქერი დახავსებულ კლდოვან მასივზე გადმოედინება და საოცრად ლამაზ სანახაობას ქმნის. ის განსაკუთრებით ცნობილია გულის ფორმის შესასვლელის მქონე ქვაბულით. ეს სახელიც სწორედ ქვაბულის ფორმის გამო დაერქვა. სიყვარულის ჩანჩქერი რაჭის ერთ-ერთი პოპულარული და ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს