„ნაცმოძრაობის" წევრი ჭოროხის გზის მშენებლობის საკითხზე აუდიტის სამსახურს და პროკურატურას მიმართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს არჩილ ჩიქოვანს აკრიტიკებს. როგორც რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცადა, ჭოროხის გზის დაუსრულებელი მშენებლობა და სავარაუდო კორუფიული ტენდერები არჩილ ჩიქოვანს უკავშირდება.

რეზო ხარაზი არჩილ ჩიქოვანის საქმიანობით დაინტერესებისკენ აუდიტის სამსახურსა და საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს.

"11 თებერვალს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე , სამრეწველო ზონის მიმდებარედ (ადგილობრივი მნიშვნელობის გზის "მახოს ხიდი-გონიოს ხიდისა და "გეზის" მიმდებარედ ) მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების მშენებლობა-მოწყობის სამუშაოებისთვის.

სამუშაოების ღირებულება ტენდერის მიხედვით შეადგენდა 18 138 578.00 ლარს.

2021 წლის მაისში აღნიშნული სამუშაოების ტენდერში გაიმარჯვა და ხელშეკრულება გაუფორმდა შპს „new road“ – ს, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი 13 588 887, 32 ლარად უნდა შეასრულოს სამუშაოები.

ჭოროხის პირას ახალი გზის მშენებლობისათვის ჯერ კიდევ 2016-2018 წლებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ამ დროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა არჩილ ჩიქოვანი, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად, კორუფციული გზით იქნა წარმოებული, რამაც გამოიწვია პროექტის ჩავარდნა. დღეს უკვე უნდა იყოს დაწყებული სამუშაოები, თუმცა არც ტექნიკა ჩანს და არც სამუშაოების დაწყების რაიმე ნიშანწყალი. ჩვენს მიერ მოპოვებული და დაზუსტებული ინფორმაციით, ბათუმის მერიაში მიმდინარეობს სამუშაოები, რათა შეიცვალოს სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულიო პირობები და მოხდეს უკვე გამარჯვებულ კომპანიაზე პირობების მორგება. კონკრეტულად შპს „new road“ -ის მიერ შემოთავაზებულ თანხას 13 588 887, 32 ლარს უნდა გაუსწორონ სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული სამშენებლო პროექტი, რამაც განაპირობა სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს აღნიშნული თემით, რადგან ჭოროხის გზის დაუსრულებელი მშენებლობა და სავარაუდო კორუფციული ტენდერები პირდაპირ უკავშირდება არჩილ ჩიქოვანს",- აცხადებს რეზო ხარაზი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს