დავით გაბაიძემ და კაროლ ფშივარამ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი  მოაწერეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და კავკასიის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დოკუმენტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მოქმედი კავკასიის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის საპატიო მოქალაქემ კაროლ ფშივარამ მოაწერეს ხელი.

„მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთაშორისო და ეროვნულ პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ განვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებში რეგიონის აქტიურ ჩართულობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა