სოფელ აღაიანში წყალმომარაგების ახალი სისტემები ეწყობა

წყალმომარაგების კომპანია, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ აღაიანის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.

დღეის მდგომარეობით, სოფელში წყალსადენის ქსელი ამორტიზებულია, მოსახლეობის ნაწილი თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს, ზაფხულის პერიოდში ჭაში წყალი შრება და ადგილობრივებს წყლის მოსატანად დიდი მანძილის გავლა უწევთ.

“მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ქსელის, რეზერვუარებისა და ჭაბურღილების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 3 მილიონ ლარამდე მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგება ექნება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა