იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მერმა ამჯერად კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალგაზრდობისა და ფოთის ქუჩებზე განსახორციელებელი პროექტები დაათვალიერა.

„როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგეგმავთ, პირველ რიგში, მოსახლეობის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ. ახალგაზრდობის გამზირის #100ა მცხოვრებლების სურვილის გათვალისწინებით, ჩვენ დავიწყებთ აღნიშნული კორპუსის ფასადის შეკეთებას, რომელიც მართლაც საჭიროებდა რეაბილიტაციას.

ასევე, მოსახლეობის თხოვნით, მოპირკეთდა ფოთის ქუჩის #38-ში მდებარე კორპუსის ეზო, აქვე მალე დაიწყება მცირე სპორტული მოედნის მოწყობაც.

მსგავსი პროექტები ქალაქის სხვა უბნებშიც გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა