გიორგი ვაშაძე  - მოქალაქეებს არ აინტერესებთ თუ რას იტყვის ბიძინა მიშაზე, მიშა გახარიაზე, გახარია კიდევ ვიღაცაზე, ისინი შველას ითხოვენ

მოქალაქეებს არ აინტერესებთ თუ რას იტყვის ბიძინა მიშაზე, მიშა გახარიაზე, გახარია კიდევ ვიღაცაზე, ისინი შველას ითხოვენ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ პლენარული სესიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა დღეს მოსახლეობას არ აინტერესებს თუ რას ეტყვიან პოლიტიკოსები ერთმანეთს, რადგან მათი მთავარი საზრუნავი თავის გადარჩენის მიზნით ლუკმა პურის შოვნაა.

“ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. ცინიზმის, დაცინვების, რაღაც სარკაზმის დრო მგონია, რომ არ გვაქვს. პარლამენტი არ არის სარკასტული დაპირისპირების ადგილი. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეს გვიყურებენ ჩვენგან შველას ელოდებიან და არა იმას, თუ რას იტყვის ბიძინა მიშაზე, მიშა გახარიაზე, გახარია კიდევ ვიღაცაზე. ქართული პოლიტიკა იქცა ელიტისტური თემების განხილვის საგნად და არსად არ ჩანს ადამიანი. დღეს უამრავ მშიერ ადამიანს საქართველოში აინტერესებს, როდის დაპურდება და როდის იქნება ის საკანონმდებლო აქტები, რომლითაც ეკონომიკა განვითარდება. დღეს უამრავ უმუშევარ ადამიანს აინტერესებს, როდის ექნება სამუშაო ადგილი, დღეს საქართველოდან გაქცეულ ემიგრანტებს აინტერესებთ, როდის დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში. დღეს საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს, როდის ვიქნებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები. დღეს ჩვენს მოსახლეობას უმრავლესობისგან და ოპოზიციისგანაც აინტერესებს, როდის დადგება დრო როდესაც ქართული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი იქნება საქართველოს მოქალაქე, ადამიანი რომელიც არის უმძიმეს ვითარებაში და არა პოლიტიკური კინკლაობა, ანგარიშსწორება და დაპირისპირება”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს