ალეკო ელისაშვილი - სახტად დავრჩი - რამდენადაც არასერიოზული იყო „ნაცმოძრაობის“  შუადღეს შემოსვლა, იმდენად არასერიოზული იყო, რომ სხდომა მოულოდნელად დასრულდა

მაშინ ვეუბნებოდი და არ დამიჯერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვეუბნებოდი, რომ ნუ აყოლილხართ ამ უმანდატო ბოკერიასა და უგულავას, ამ უმანდატო ამრევს აყვნენ და ის დაემართათ, რაც დაემართათ, რომ შემოვიდნენ თავლაფდასხმულები დღეს, შემოიპარნენ რეალურად, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთანავე, ელისაშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტში როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ შუადღეს მისვლა იყო არასერიოზული, ასევე არასერიოზული იყო მმართველი პარტიის გადაწყვეტილება პლენარული სხდომის მოულოდნელად დასრულებასთან დაკავშირებით.

„სახტად დავრჩი! არც „ნაციონალური მოძრაობა“ რომ შუადღეს შემოვიდა, ის იყო სერიოზული, უნდა შემოსულიყვნენ მაშინ, როდესაც სხდომა გაიხსნა და რატომ არ მოვიდნენ, მითუმეტეს, რომ პოლიტიკური განცხადებების დრო იყო, რატომ არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, არ ვიცი. მერე რა უნდა ეთქვათ ან როგორ უნდა ეთქვათ, ეგეც არ ვიცი რეგლამენტის მიხედვით. რამდენადაც არასერიოზული „ნაციონალური მოძრაობის“ ასე შუადღეს შემოსვლა იყო, იმდენად არასერიოზული იყო გადაწყვეტილება, რომ ასე უცბათ, მოულოდნელად დაიხურა. ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ შეეშინდათ არ შეეშინდათ.. ხვალ რა? ხვალინდელი დღე არ გათენდება და ხვალინდელი სხდომა არ იქნება ? ზეგ არ იქნება? არც „ნაციონალური მოძრაობა“ გაიქცევა იქიდან და არც „ქართული ოცნება“, ხომ დაადგეს ბოლოს და ბოლოს საშველი და შემოვიდნენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში