„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ანთაძე - ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნის პირასაა

აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნის პირასაა. ლევან ანთაძის ინფორმაციით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ჩავარდნა ქვეყანას კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანს.

ლევან ანთაძე ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მონაცემებს თუ ვნახთ, გამოჩნდება, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნის პირასაა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კარგად გაიაზროს თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ჩავარდნა და რა კატასტროფული შედეგები მოყვება მას და გამომდინარე აქედან ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შესრულდეს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა. ჩვენ კარგად გვესმის ის სირთულეებიც რაც ვაქცინაციის წარმატებით ჩატარებას უშლის ხელს და მზად ვართ ნებისმიერ დონეზე ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, მათთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში, ყოველგვარი პირობების გარეშე",- აცხადებს ლევან ანთაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა