ამირან გამყრელიძე - ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება ვაქცინის მესამე დოზა, რომ მოსახლეობაში უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას

ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში - საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს, რომ ასე მარტივად კოვიდი არ დამთავრდება და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად დაგვჭირდება, სანამ ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის შემცირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ რაოდენობის ვაქცინებზე ყოფილიყო მოთხოვნა.

„საერთაშორისო სამეცნიერო ბევრი კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებაში მსოფლიოში და დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერ დოზა ალბათ, საჭირო იქნება. ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს. ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩურდებათ მათ იმუნიტეტი, ამაზე ბევრი დაკვირვება მიდის. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერ დოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში. არ არის დადგენილი მესამე ბუსტერ დოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს - ბუსტერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს 6-დან 8 თვის ზემოთ. უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ იქამდე დრო აქვს ქვეყანას. დღევანდელი გათვლებით, სადღაც 3 600 000-მდე დოზა უნდა მიიღოს ქვეყანამ და შემდეგ ეს მოწოდებები უნდა გაგრძელდეს. ეს რომ შესაძლებელია ასე მოხდეს, ამაზე საერთაშორისო ვაქცინმწარმოებლების გეგმები მიუთითებს - არ ყოფილა ისტორიაში, რომ ამ რაოდენობის ვაქცინებზე ყოფილიყო მოთხოვნილება. ჩვეულებრივ წლიური მოთხოვნილება ვაქცინებზე არის 3-4 მილიარდი დოზის ფარგლებში, წელს მსოფლიოს 11 მილიარდი დოზა სჭირდება, მაგრამ წარმოების მოცულობა გაცილებით მეტზე იგეგმება. დღეს დაახლოებით, 200-მდე ვაქცინაა მსოფლიოში უკვე სხვადასხვა ბაზის კვლევებში და აქედან თუ არ ვცდები, 30-მდე ვაქცინა უკვე კლინიკურ კვლევებშია გადასული, ამიტომ საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს იმას, რომ ასე მარტივად არ დამთავრდება კოვიდი და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები დაგვჭირდება ყოველწლიურად, სანამ რა თქმა უნდა, ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის იმდენად შემცირება, რომ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა