აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფრომაციით, საბჭოს საქმიანობის მიზანია კომიტეტისთვის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების განხილვა/შემუშავება და რეკომენდაციების წარდგენა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. დებულების განხილვას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, სამედიცნო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა