საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე - საპენსიო შენატანების სისტემა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მუშაობს

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი საპენსიო რეფორმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საპენსიო შენატანების სისტემა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მუშაობს.

-როდის დასაქმდით საპენსიო სააგენტოში და რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის საპენსიო რეფორმას, როგორც ერთი რიგითი ადამიანისთვის?

- ჩემი საქმიანობიდან 23 წელი პენსიის ადმინისტრირებას მივუძღვენი. რიგითი სპეციალისტიდან დავიწყე და ბოლო 14 წელი პენსიებისა და სხვა სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსი ვიყავი. ჩემი ოცნება იყო საქართველოშიც შექმნილიყო ისეთი საპენსიო სისტემა, რომელიც შეეხიდებოდა ბიუჯეტს და ღირებული მოცულობით იტვირთავდა პენსიონერებისათვის საჭირო ოდენობის პენსიით უზრუნველყოფას. „დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის" მიღებიდან ერთ თვეში, 2018 წლის სექტემბერიდან, შევუერთდი საპენსიო სააგენტოს ახლად დანიშნულ დირექტორს, დავინიშნე დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, შემოვიკრიბეთ პროფესიონალთა გუნდი და ყველამ ერთად შევქმენით საპენსიო სააგენტოც და დაგროვებითი საპენსიო სისტემაც. ამაყი ვარ, როდესაც ვიცი, რომ ახლა გაღებული ჩემი შრომით მომავალში საქართველოს პენსიონერები იქნებიან ბევრად კმაყოფილები.

-რა ტიპის პროცესებს მართავს თქვენს დაქვემდებარებაში არსებული მიმართულებები და რამდენად წარმატებულად მიგაჩნიათ თქვენი საქმიანობა?

- ჩემს დაქვემდებარებულ მიმართულებებს წარმოადგენს საოპერაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტები. საპენსიო სააგენტოში შევქმენით და წარმატებით ფუნქციონირებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა. მისი მეშვეობით ხდება დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან ურთიერთობა და აღნიშნულ სისტემაში დეკლარირების გზით დამსაქმებლები ახორციელებენ საპენსიო შენატანებს. ამ პროცესებს წარმატებით მართავს საოპერაციო დეპარტამენტი და მთელი რიგი პროცედურების ერთობლიობით იქმნება საპენსიო ფონდი. აღნიშნული სისტემის შექმნაზე, განვითარებაზე და შეუფერხებელ მუშაობაზე 24 საათიან მხარდაჭერას და ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

-რომელ ორგანიზაციებთან გაქვთ უშუალო კონტაქტი?

- ჩვენი სისტემის მომხმარებელია ყველა დამსაქმებელი, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორიდან. საოპერაციო პროცესებში ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს კომერციულ ბანკებთან, სახელმწიფო სახაზინო და შემოსავლების სამსახურებთან, სერვისების განვითარების სააგენტოსთან.

-გამართულად მუშაობს სისტემა და ემხრობით ამ ტიპის მოდელს რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო?

- მესამე წელია საპენსიო სააგენტოში საოპერაციო პროცესები გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირებს. დაგროვებითი პენსიის ამ ტიპის მოდელად ჩამოყალიბებამდეც და ამოქმედების შემდეგ პროცესშიც არაერთმა საერთაშორისო ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა და უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ.

-რამდენად დაცულია პროგრამულად ჩვენი დანაზოგები?

-საპენსიო სააგენტოს გააჩნია დამოუკიდებელი აიტი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტიპის მძლავრი სერვერები, უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა და მაღალკვალიფიციური აიტი სპეციალისტები. საპენსიო შენატანების სისტემა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მუშაობს.

-რატომ უნდა ჩაერთოს პირი სქემაში?

- ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო მხოლოდ სოციალური პენსიით შეექმნა მყარი და უზრუნველყოფილი გარემო პენსიონერებისათვის. დაგროვება და თან ასეთი სარგებლიანი პირობით უდავოდ ქმნის იმ პირობას, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობა მომგებიანია და ეს სისტემა მომავალში თავად იზრუნებს თითოეული მონაწილის კეთილდღეობაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს