აკაკი ხუსკივაძე - მიუღებელია, თითქოს, თედორე გობეჯიშვილს ვაშინებდით, მტკიცებულებები საშინელი დარღვევით იქნა მოპოვებული

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ აკაკი კობალაძის განცხადებით, მას გობეჯიშვილზე ზეწოლა არ განუხორციელებია.

კობალაძის თქმითვე, გარდაცვლილი მისი უახლოესი მეგობარი იყო.

"მე და თედო გობეჯიშვილი ბავშვის მეგობრები ვიყავით, თედოს უფროსი შვილის ნათლია ვარ, 45 წლის ვარ და 14 წლიდან ერთად გვაქვს ცხოვრება გატარებული, მხარდამხარ მოვდიოდით ერთად. ჩემგან ზეწოლა თედოზე არ განხორციელებულა, თედო ადვილად დასაჩაგრი ადამიანი არ იყო. იმ დღეს, დილის 8:00 საათამდე ვქეიფობდით, მერე სახლში წავიდა და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სახლშიც კარგ ხასიათზე მივიდა", - განაცხადა კობალაძემ.

კიდევ ერთი ბრალდებულის, აკაკი ხუსკივაძის განცხადებით, საქმეზე მტკიცებულებები დარღვევებით არის მოპოვებული.

"თითქოს, პოლიტიკური ნიშნით ვიღაცის დაკვეთით ვმოქმედებდით, როცა საარჩევნო ექსპერტი ხარ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან გაქვს კავშირი. გარდაცვლილის ბავშვის ნათლია ვიყავი და ჩემთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ თითქოს, მას ვაშინებდით. ნებისმიერი მტკიცებულება საშინელი დარღვევით იქნა მოპოვებული, მათ შორის, ჩხრეკები",- განაცხადა ხუსკივაძემ.

ცნობისთვის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც

იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს