ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ და ეს პროცესი გაგრძელდება

ტურიზმის აღდგენის და მგზავრთნაკადის ზრდის პროცესი გრძელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში, რადგან უკვე ზაფხულის სეზონია, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.

თურნავას თქმით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი აღადგენს თავის სიმძლავრეებს, უკვე 68%-ზეა ასული 2019 წლის მაისთან შედარებით.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე ზრდის პროცესია თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში.

მინისტრის ინფორმაციით, მიმართულებების და ქალაქების მიხედვით, 2019 წლის მაისის და 2021 წლის მაისის ფრენების რაოდენობის შედარება თუ მოხდება, უკვე 65%-ით არის აღდგენილი.

„ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო მეტ ზრდას. მთლიანობაში, იმ პროგნოზის გათვალისწინებით, რაც კეთდება გლობალურად ტურიზმის აღდგენის კუთხით და მათ შორის საქართველოში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საინტერესო ბაზარი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკვე 2023 წელს შევძლებთ, გადავასწროთ პანდემიამდელ დონეს მგზავრთნაკადის მომსახურების და მგზავრების მასპინძლობის თვალსაზრისით ყველა ჩვენი აეროპორტის მიხედვით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდის. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ პანდემიამ არამარტო ვერ შეძლო, რომ არსებული კომპანიების ფრენების აღდგენა შეეფერხებინა, არამედ საქართველოს ცაში ახალი კომპანიები გამოჩნდა.

ნათია თურნავას განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უახლოეს დღეებში ორი ახალი ევროპული დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს ფრენებს - Eurowings და Bees Airline, ასევე ავიაკომპანია OMAN AIR. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო ფრენები პოლონურმა LOT-მა, ასევე Bees Airline -მა, Air Astana-მ და FlyOne-მა.

„ეს პროცესი შემდგომშიც გრძელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ოპტიმიზმი, როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკა აღდგება 2-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდევი თავიდან; რომ ტურიზმი აღდგება სულ მცირე ნახევარ დონეზე, რაც იყო 2019 წელს, დამყარებულია ჩვენს ძალიან რეალისტურ ნაბიჯებზე, ჩვენს პოლიტიკაზე და ეს სწორედ ასე იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ