31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელდება

31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელდება.

ვადის გაგრძელების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ დასვა, რომელმაც კოლეგებს გაწეული მუშაობის ანგარიში გააცნო.

როგორც მიქანაძემ განაცხადა, 20 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ხელახალი გადათვლის საფუძველზე, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ისეთი პრობლემური საკითხები არ გამოკვეთილა, რომლებსაც შეეძლო არჩევნების შედეგებზე არსებითი ზეგავლენა მოეხდინა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, გამოვლინდა გარკვეული ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულია გადაწყვეტილება, კონკრეტული საარჩევნო უბნების წარმომადგენლების მოწვევისა და მათგან დამატებითი ახსნა-განმარტებების მიღების თაობაზე.

14 ივნისიდან პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მოწვეულნი იქნებიან მარნეულის 89-ე, გურჯაანის მე-3, ვაკის 41-ე და ნაძალადევის 66-ე საარჩევნო უბნების კომისიების თავმჯდომარეები, კომისიების მდივნები, რეგისტრატორები და იმ ოლქების საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, რომელ ოლქებსაც ეს უბნები მიეკუთვნება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს