თბილისის მერია - დიღმის მასივში ასფალტის საფარი 7 069კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურა 7 069 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა,- ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს,

უწყების ცნობით, ასფალტის საფარი რვა მისამართზე დაიგო.

„ასფალტის საფარი მოწესრიგდა ტერევერკოს ქუჩის N36-ის ეზოში და ტროტუარებზე, ბელიაშვილის ქუჩის N68-ში, ლუბლიანას ქუჩის N11/3-ში, დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 და მე-14 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მესამე კვარტლის პირველ და პირველ ა კორპუსების მიმდებარედ. ამორტიზებული ტროტუარები პაიჭაძის ქუჩაზე სრულად შეიცვალა და ქვეითებს გადაადგილებაში პრობლემა აღარ ექმნებათ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 319 395 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო